პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით:არქიტექტურულ ნაგებობებში,ასევე სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებში უხვად არის წარმოდგენილი სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები.მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა დაათვალიერონ და გაეცნონ კახეთის კულტურულ მემკვიდრეობას.აღმოაჩინონ მათზე გამოსახული სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა,ამოიცნონ ისინი,გადაიღონ ფოტოები,მოახდინონ ფიგურების კლასიფიკაცია,გააკეთონ მოძიებული მასალის პრეზენტაცია,უფრო მეტი გაიგონ მათემატიკის,კერძოდ,გეომეტრიის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია,იმით რომ მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ მათემატიკის მნიშვნელობა ხელოვნებასა და არქიტექტურაში.
პროექტის მიზნები:
·
მოსწავლეები მოინახულებენ თელავის რაიონის კულტურულ მემკვიდრეობას.მოიძიებენ მათზე გამოსახულ გეომეტრიულ ფიგურებს.
·
დაახარისხებენ მოძიებულ მასალას და მოახდენენ ფიგურების კლასიფიკაციას.
·
გაანალიზებენ მოძიებულ მასალას და გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.
·
გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
·
მოძიებულ მასალას გამოაქვეყნებენ ბლოგზე.
მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასი. 12-13 წელი.
ვადები/ხანგძლივობა; ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეძლებენ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობას არქიტექტურულ ნაგებობებში და ხელოვნების ნიმუშებში და მოახდენენ ამ ფიგურების კლასიფიკაციას. განუვითარდებათ ტრანსფერის უნარი.
პროდუქტები:ელექტრონული პრეზენტაცია,კედლის გაზეთი, ნამუშევრის ბლოგზე გამოქვეყნება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი,კომპიუტერი,პროექტორი,საპრეზენტაციო პროგრამა ,,PowerPoint "
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პირველ დღეს პროექტის დაგეგმვა, ჯგუფების შექმნა,ფუნქციების განაწილება.
მე-2 დღეს პირველი ჯგუფი მოაწყობს ექსკურსიას კახეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სანახავად.აღმოაჩენს ნაგებობებში გეომეტრიულ ფიგურებს და გადაიღებს ფოტოებს.
მე-3 დღეს მეორე ჯგუფი მოაწყობს ექსკურსიას კახეთის სხვადასხვა მუზეუმებში ხელოვნების ნიმუშებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების სანახავად.მათზე გეომეტრიული ფიგურების ან მათი ნაწილების აღმოჩენის შემთხვევაში გადაიღებს ფოტოებს.
პროექტის მე-4 დღეს, მოსწავლეები,დაახარისხებენ გადაღებულ ფოტოებს,მოახდენენ მათზე გამოსახული ფიგურების კლასიფიკაციას.
მე-5 დღეს მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.
მე-6 დღეს გამოუშვებენ კედლის გაზეთს სახელწოდებით ,,გეომეტრია ჩვენს ირგვლივ"
მე-7 დღეს ნამუშევარს განათავსებენ ბლოგზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს;
· აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად, ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს შორის;
. ასახელებს ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით, მსჯელობს ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის შესახებ.
კავშირი სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მაია დურიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lucufidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://maikol-ict2.blogspot.com/
Add caption |
No comments:
Post a Comment